ფეხბურთი

21:01 | 28.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიოტცე გახარებულია

მიუნხენის ,,ბაიერნის’’ 21 წლის ფეხბურთელმა მარიო გიოტცემ კოჭის ტრავმა მოიშუშა და გასულ შაბათს ბერლინის “ჰერტასთან’’ მოპოვებულ  გამარჯვებაში თავისი წვლილიც შეიტანა (3:2). მატჩის შემდგომ ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა:

,,ჩემი შესაძლებლობების 95 პროცენტი გამოვავლინე და ვფიქრობ 90 წუთი სათამაშოდ მზად ვარ’’.

 “ბაიერნმა” სწორედ მარიო გიოტცეს გოლის წყალობით დაამარცხა ,,ჰერტა’’.

“ბედნიერი ვარ, ჩემი გოლი ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა, გუნდის წარმატებაში წვლილი შევიტანე. გამიკვირდა, როცა ბურთი ბადეში გაეხვა, არ ველოდი და ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა’’, - განაცხადა გიოტცემ.

დიმიტრი შარიქაძე

0.118142