ფეხბურთი

11:41 | 23.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიოტცე ბავარიელია

დორტმუნდის “ბორუსიასა” და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა მარიო გიოტცემ მიუნხენის “ბაიერნთან” ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა.

გერმანული პრესის ცნობით, 20 წლის მოთამაშის ტრანსფერის ღირებულება 37 მილიონ ევროს შეადგენს. გასამრჯელოს სახით კი, გიოტცე წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს. “ბორუსიაში” მას 5 მილიონი ჰქონდა.

მიმდინარე სეზონში მარიო გიოტცემ დორტმუნდული კლუბის მაისური 41 შეხვედრაში მოირგო და თავი 16 გოლითა და 19 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მას “ბორუსიასთან” კონტრაქტი 2016 წლამდე ჰქონდა გაფორმებული, მაგრამ ბავარიელებმა საწადელს მაინც მიაღწიეს.

 

 

 

 

0.118775