კალათბურთი

21:55 | 26.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ყველაშვილი ,,რუსთავში” ჩაირიცხა

სუპერლიგის ერთ-ერთი გამოცდილი კალათბურთელი, ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი ყველაშვილი ( 19,11,81.202სმ,102კგ), სუპერლიგის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბ ,,რუსთავში” ჩაირიცხა და ქვემოქართლელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამის შესახებ, ,,მსოფლიო სპორტს” ,,რუსთავის” პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია ჯიოშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, ყველაშვილი ბოლოს, 2012-13 წლების სეზონში, ,,ბათუმი-რსუ”-ში ასპარეზობდა. აღნიშნული კლუბის გარდა ,,შსს აკადემიაში”, თსუ-ში, სსაუ-ში აქვს ნათამაშები. რამდენიმე წელი უცხოეთში, კონკრეტულად, რუსეთში თამაშობდა.

 

0.118444