კალათბურთი

20:25 | 6.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხანიაშვილი “ოლიმპში” გადავიდა

 

სუპერლიგის მონაწილე თსუ-ს აწ უკვე ყოფილი წევრი, ფორვარდი გიორგი ხანიაშვილი (21. 04. 89, 197 სმ, 84 კგ), მომავალი, 2013-14 წლების სეზონიდან ქვეყნის ვიცე-ჩემპიონისა და სუპერთასის მფლობელ “ოლიმპის” რიგებში ითამაშებს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ოლიმპის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა დავით თორთლაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ “ოლიმპს” ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს. გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი გია კაზანჯიანი დავით თორთლაძემ შეცვალა, რომლის ასისტენტიც გიორგი მარხვაშვილი იქნება. ხანიაშვილამდე “ოლიმპთან” კონტრაქტი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა, ლაშა ფარღალავამ (უკანახაზელი) და რიჩარდ მათიაშვილმა (ცენტრი) გააფორმეს.

 

0.119801