კალინინგრადის “ბალტიკას” ქართველი მეკარე გიორგი შელია კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი news.sportbox.ru იუწყება.
25 წლის შელიამ მიმდინარე სეზონში რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში 15 მატჩი ჩაატარა. მას კალინინგრადელებთან კონტრაქტი დაუმთავრდა, რომლის გაგრძელება აღარ ისურვა.
შელია, რომელიც საქართველოშია დაბადებულ-გაზრდილი რუსეთის მოქალაქეა და “ბალტიკას” გარდა, პირველ დივიზიონში ბრიანსკის “დინამოში” უთამაშია.