ფეხბურთი

17:40 | 28.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიამ “დილაში” ივარჯიშა

19 წლის ქართველმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ გორის “დილაში” ივარჯიშა. როგორც იცით, ქვილითაიამ გასული სეზონის მეორე ნახევარი უნგრულ “დიორში” გაატარა, ძირითად გუნდში ჩემპიონატში 2 მატჩი ჩაატარა, ხოლო დუბლებში 6-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

ქვილითაია გულშემატკივარმა “სასკოში” თამაშით გაიცნო, სადაც მან 16 მატჩში 22 გოლი მიითვალა.

ფეხბურთელთან კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა. ხელშეკრულებაც რომ ჰქონდეს, რა თქმა უნდა, გიორგი ისედაც ვერ ითამაშებდა “რაპიდთან” – საპლეიოფო განაცხადში არ გახლავთ.  


0.123764