ფეხბურთი

0:13 | 9.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქინქლაძე ქართულ ფეხბურთში ბრუნდება?

ლეგენდა, შესაძლოა, ცხინვალის "სპარტაკში" გამოჩნდეს


როგორც იცით, მაისის მიწურულს, ცხინვალის "სპარტაკის" პრეზიდენტი გახდა მურთაზ შელია. საქმე ისაა, რომ "სპარტაკის" ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი სანაკოევმა დროებით დასვენება არჩია ფეხბურთისგან და კლუბი სწორედ შელიას ჩააბარა, რომელიც მისი მეგობარია. საქართველოს ნაკრების, თბილისის "დინამოს", "ზაარბრიუკენისა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი მცველი კლუბში საინტერესო ცვლილებებს გეგმავს.  

"სპარტაკის" პრესატაშე დავით ცაბაძემ "მსოფლიო სპორტს" უთხრა, რომ  შესაძლოა, კლუბის სპორტული დირექტორი გიორგი ქინქლაძე გახდეს. ამ საკითხზე მოლაპარაკებები დაწყებულია – შელია მოწადინებულია, რომ გვერდში დაიყენოს ყოფილი თანაგუნდელი, რომელთან ერთადაც თამაშობდა ნაკრებში, "ზაარბრიუკენსა" და "სიტიში". 

"შელიას სურს, რომ "სპარტაკში" ახალი პერიოდი დაიწყოს და რჩეული პერსონები შემოიკრიბოს. სურს, რომ "სპარტაკი" მომგებიან კლუბად იქცეს. იგეგმება გუნდის სხვადასხვა რგოლებში ცვლილელები. ფაქტია, რომ კლუბმა არსებობის ისტორიაში პირველი უცხოური ტრანსფერი უკვე განახორციელა. მცველმა ლევან კაკუბავამ, რომელმაც ეროვნულ გუნდში ბოლო ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, კვიპროსულ „ომონიასთან“ 2–წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მიუხედავად იმისა, რომ კაკუბავას ცხინვალელებთან კიდევ 6–თვიანი კონტრაქტი აკავშირებდა, „სპარტაკმა“ ფეხბურთელს უცხოურ ტრანსფერში ხელი არ შეუშალა და „ომონიაში“ უსასყიდლოდ გაუშვა" – ეს ცაბაძის სიტყვებია.

გიორგი ქინქლაძეს, აბა, რა წარდგენა სჭირდება. 90-იანი წლების საქართველოს ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელი და "მანჩესტერ სიტის" ლეგენდაა. მას სპორტულ დირექტორად უკვე უმუშავია, თუმცა კვიპროსულ "ანორთოსისში". 

0.162708