საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოს” აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი პაპიაშვილმა “მარბელიას თასზე” გუნდის გამოსვლა ქუთათურთა ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში შეაფასა.
“მიუხედავად იმისა, რომ კარგი შანსი გვქონდა, ფინალშიც გვეთამაშა, ბიჭები მაინც ღირსეულად გამოვიდნენ. ტურნირში გულშემატკივრისთვის ცნობილი კლუბები ასპარეზოდბნენ. ეს იყო ჩვენი პირველი მონაწილეობა ასეთი დონის ტურნირში და ყველაზე მეტად, რასაც იგი ემსახურებოდა, სათამაშო პრაქტიკის გაზრდაა, რომელიც, სამწუხაროდ, ქართულ კლუბებს აკლიათ. მე ვფიქრობ, რომ ყოველივე ეს საკმაოდ წაადგება ჩვენს გუნდს, მითუმეტეს, რომ კიდევ 2 ამხანაგური მატჩი (რუმინულ “ოცელულთან” და ნორვეგიის “სტრომსგოდსეტთან”) არის დაგეგმილი
რაც შეეხება ტურნირის ორგანიზებას, იგი უმაღლეს დონეზე ჩატარდა და ყველანაირი ხელშეწყობა იყო, რომ თითოეული მაქსიმალურად მომზადებულიყო საკუთარი ეროვნული ჩემპიონატისთვის” - განაცხადა პაპიაშვილმა.
პაპიაშვილმა ტურნირის ორგანიზატორებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა, მათ შორის ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელთა ხელმოწერებით გაფორმებული მაისური, რომელიც მარბელას საფეხბურთო ცენტრის მუზეუმში დაიკავებს ადგილს.
fctorpedo.ge