ფეხბურთი

14:41 | 16.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილი: "ოფიციალურად ოფი-ს ფეხბურთელი ვარ"

 

თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი საფეხბურთო კარიერას ბერძნულ კლუბ ოფი-ში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია "მსოფლიო სპორტს" თავად ქართველმა ფეხბურთელმა დაუდასტურა.

ბერძნული წყაროებიდან გავრცელებული ინფორმაცია გიორგის შესახებ მწირი გახლდათ. "მსოფლიო სპორტი" მერებაშვილს საბერძნეთში დაუკავშირდა და ტრანსფერის შესახებ ესაუბრა.

- ბერძნული საინფორმაციო წყაროებიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თქვენ საფეხბურთო კლუბ ოფი-ს ღირსებას დაიცავთ. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- კი, ოფიციალურად უკვე ოფი-ს ფეხბურთელი ვარ.

- რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმეთ?

- ორწლიანი ხელშეკრულება გავაფორმე და ოფიციალური პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.

- საბერძნეთში ჩასვლამდე ან კუნძულ კრეტაზე ყოფნის პერიოდში, გიორგი ლორიას თუ ესაუბრეთ?

- კი, აქ ყოფნის პერიოდში ვნახე და მანამდეც ველაპარაკე გიორგის. სწორედ მან ითამაშა დიდი როლი აღნიშნულ ტრანსფერში. დახმარებისთვის მინდა გიორგის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო.   

- ჯენარო გატუზოს თუ შეხვდით?

- კი, გუშინ კლუბში ვიყავი მისული, გატუზოც ვნახე. შემიძლია ვთქვა, კლუბში ძალიან გულთბილად დამხვდნენ.

გიორგი ბალახაძე

0.117262