კალათბურთი

17:29 | 25.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გამყრელიძე ვარჯიშს შეუდგა

სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, “დინამოს” კაპიტანი, უკანახაზელი გიორგი (ლაშა) გამყრელიძე (04.02.86, 185სმ) ვარჯიშს შეუდგა და 27 თებერვალს საქართველოს თასის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში “სოხუმის” წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად გამყრელიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ გამყრელიძემ საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-2 წრის მე-3 ტურში, “ბათუმი-რსუსთან” მატჩის დროს წელის ტრავმა მიიღო, ამის გამო რამდენიმე დღე არ უვარჯიშია და მე-4 ტურში “რუსთავთან” შეხვედრაც გამოტოვა.

შეგახსენებთ, რომ 25 თებერვლისთვის “დინამო” დაკარგული ქულებით მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.

0.126469