ევროპის ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობის 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გიორგი ედიშერაშვილი გახდა. საქართველოს ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა ფინალში ბელარუსი ვლადისლავ ანდრეევი სამპერიოდიან დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
პირველი პერიოდი უქულო ფრით დასრულდა. ანდრეევმა ბურთულის ფერის უპირატესობა შეირგო და დაწინაურდა, მაგრამ ედიშერაშვილმა ჯერ მეტოქის გაფრთხილებით მიღებული ქულით გაათანაბრა პერიოდების ანგარიში, გადამწყვეტ ორწუთეულში კი 2:1 მოიგო.
ფინალამდე გიორგი ედიშერაშვილმა აზერბაიჯანელი იაშარ ალიევი, ფრანგი ელ უარაქი და რუსი არტიომ გებეკოვი დაამარცხა.