ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი ჯგერენაია (09.10.90. 208 სმ.) საკალათბურთო სუპერლიგის მონაწილე “სოხუმში ვარჯიშობს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “სოხუმის” მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.
გიორგი ჯგერენაიამ სუპერლიგის პირველი სეზონი, 2011-2012 წლებში, “სოხუმში” ჩაატარა. მომდევნო ორი სეზონი კი “არმიაში” თამაშობდა და თანაგუნდელებთან ერთად ორჯერ შეძლო ბრინჯაოს მედლის მოპოვება.
შეიძლება ითქვას, რომ ორწლიანი განშორების შემდეგ გიორგი ჯგერენაია მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა.