ფეხბურთი

14:03 | 23.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჯანელიძე: “დინამო” ჩემი კარიერის ახალი ეტაპია”

“ეს ჩემი კარიერის ახალი ეტაპია. რა თქმა უნდა მოხარული ვარ, რომ თბილისის “დინამოში” გადავედი. კონტრაქტი 1,5-წლიანია” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” 24 წლის გიორგი ჯანელიძემ, რომელიც “ვიტ ჯორჯიას” კაპიტანი და გუნდის გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ. არა მარტო გუნდის, არამედ მთლიანად ჩემპიონატისაც კი...

ჯანელიძეს ვკითხეთ, სხვა ვარიანტები თუ ჰქონდა:
“დიახ, იყო აზერბაიჯანის გუნდისგან შემოთავაზება. ასევე, ‘ზესტაფონისგან” და ქუთაისის “ტორპედოსგან”, თუმცა “დინამო” ვარჩიე”.

გიორგის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1 მატჩი აქვს ჩატარებული, სულ 7 წუთი ითამაშა მოლდოვასთან შარშანწინ გამართულ ამხანაგურში და პენალტი გამოიმუშავა. 

0.117203