ფეხბურთი

14:49 | 22.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დევდარიანმა 19-წლამდელები შეკრიბა

საწვრთნელი შეკრება დაიწყო საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა (1996 წელს დაბადებულები). გიორგი დევდარიანის გუნდი, შემოდგომისთვის, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას შეუდგა.

ამ ეტაპზე, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი ფეხბურთელები შეკრიბა:

მეკარეები: ბექა ქურდაძე („საბურთალო“), ოთო გოშაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი)

მცველები: ზურაბ გელაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ჯემალ ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, რევაზ ბარამიძე (ყველა „საბურთალო“), დავით მოსიძე („ზესტაფონი“), ზურაბ მალანია, ირაკლი კომახიძე (ორივე „შუქურა“, ქობულეთი), თორნიკე კირკიტაძე („ლოკომოტივი“, თბილისი)

ნახევარმცველები: გიორგი კილასონია, ოთარ კიტეიშვილი („მეტალურგი“, რუსთავი), ნიკა წივწივაძე, გიორგი დუმბაძე („ლოკომოტივი“, თბილისი), გურამ გოშთელიანი, გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“)

თავდამსხმელები: გიორგი ხორხელი („საბურთალო“), აკაკი შულაია („მერანი“, მარტვილი), ბექა მიქელთაძე („ზესტაფონი“), ილია კერძევაძე, გიორგი კიკნაძე (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), ალექსანდრე შერაზადაშვილი („ალკორკონი“, ესპანეთი)

ხვალ, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“, 19-წლამდელები ერთმანეთში ითამაშებენ. საწვრთნელი პროცესი კი, 27 ივლისამდე გაგრძელდება.

27 ივლისს, გიორგი დევდარიანის გუნდი მინსკში გაემგზავრება, სადაც 29 და 31 ივლისს, ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს ბელორუსის 19-წლამდე ნაკრებთან. 

სფფ-ის პრესსამსახური

0.129882