ფეხბურთი

11:59 | 2.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დევდარიანი: “თბილისში ძალიან რთულ თამაშს ველით”

უეფას ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, სტუმრად სპლიტის “ჰაიდუკთან” გამარჯვების (1:0) შემდეგ, გორის “დილას” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მის გუნდს თბილისში მეტად რთული მატჩი ელის.

“ჩვენს მოწინააღმდეგეს წარმატება მინდა ვუსურვო. “ჰაიდუკი” საკმაოდ ახალგაზრდული გუნდია, რომელსაც კარგი მომავალი აქვს. ჩვენს შორის ჯერ ყველაფერი არ გარკვეულა და თბილისში ძალიან რთულ თამაშს ველით. ვიცოდით, რომ ასეთი გულშემატკივრობის ფონზე “ჰაიდუკი” შეგვიტევდა და ყოველი წუთი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ წინ ჯერ მხოლოდ ნახევარი ნაბიჯი გადავდგით და ყველაფერი საპასუხო მატჩში გაირკვევა, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგე კვლავ აგრესიულ ფეხბურთს ითამაშებს. ამიტომ, დიდი ყურადღება გვმართებს” –იუწყება დევდარიანის სიტყვებს “დილას” ოფიციალური ვებგვერდი.

 

0.113213