ფეხბურთი

17:34 | 28.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დევდარიანი: “დოლიძე ითამაშებს, მოდებაძეც მზადაა”

დღეს, “მიხეილ მესხზე”, გორის “დილასა” და ვენის “რაპიდის” ვარჯიშები გაიმართება. გიორგი დევდარიანის გუნდი 19 საათზე დაიწყებს წვრთნას, ხოლო შემდეგ ავსტრიელები შევლენ მინდორზე.

საინტერესო იყო გრიგოლ დოლიძისა და ირაკლი მოდებაძის ჯანმრთელობის ამბები. როგორც იცით, მათ ტრავმა ჰქონდათ. სასიამოვნოა, რომ ორივე ფეხბურთელი მზადაა:

“დოლიძე ითამაშებს. ის სრულ მზადყოფნაშია. მოდებაძეც ვარჯიშობს და სულ ცოტა, ერთი ტაიმი შეუძლია თამაში. დანარჩენი ფეხბურთელებიც მწყობრში არიან” – უთხრა “დილას” მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა “მსოფლიო სპორტს”.

დღესვე დევდარიანი პრესკონფერენციას გამართავს. ისევე, როგორც “რაპიდის” თავკაცი ზორან ბარიშიჩი.  

“რაპიდს” კი, როგორც უკვე ვწერდით, ნახევარმცველი ბოშკო ბოშკოვიჩი დააკლდება, თუმცა გუნდს ჩამოჰყვა ამერიკელი ფორვარდი ტერენს ბოიდი, რომელმაც პირველი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

და კიდევ, ავსტრიული საიტების ცნობით, თბილისში “რაპიდის” 320 ფანი ჩამოვა. 


0.115161