სუპერლიგის მონაწილე “ქუთაისი-2010”-ის ახალგაზრდა კალათბურთელმა, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა წევრმა, უკანახაზელმა გიორგი ცირეკიძემ მის გუნდთან ახალი 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ქუთაისი 2010-ის” მთავარ მწვრთნელ მალხაზ კოხრეიძის თანაშემწე მედეა მხეიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ დავით ბარბაქაძის, ზაურ ფაშაევის, გიორგი ბარბაქაძის, ავთო ლომინაშვილის, ბუბა კვიმსაძის, ანატოლი ბოისასა და ვახტანგ ქადარიას შემდეგ ცირეკიძე მე-8 კალათბურთელია, რომელმაც ქვეყნის თასისა და სუპერ თასის მფლობელ, ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსან “ქუთაისი-2010”-თან კონტრაქტი გააფორმა.