საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, უკანახაზელი გიორგი ცინცაძე უკრაინის ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ “დონეცკში” ჩაირიცხა, რომელთანაც ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” ცინცაძის აგენტმა ლევან მიქელაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ცინცაძე “დონეცკში” ადრე, 2009-10 წლების სეზონშიც თამაშობდა. მაშინ გიორგიმ “დონეცკში” მხოლოდ ერთი თვე ითამაშა, რადგან გუნდი ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა და ყველა ლეგიონერს დაემშვიდობა.
“ბუმ” (ცინცაძის მეტსახელი) 2012-13 წლების სეზონიც უკრაინაში, კონკრეტულად კიევის “ბუდიველნიკში” გაატარა და თანაგუნდელებთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა. “დონეცკი” 2013-14 წლების სეზონში ვითიბი ლიგაში იასპარეზებს