ფეხბურთი

18:26 | 24.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ადამია: “უკეთესი იქნებოდა, ადრე დავბრუნებულიყავი”

ბაქოს “ინტერის” შემტევმა გიორგი ადამიამ აზერბაიჯანულ ინტერნეტგამოცემა extratime.az-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩემპიონატში “ნეფთჩისთან” და “ყარაბაღთან” მარცხის მიუხედავად, ოქროს მედლებისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებენ.

- ტრავმის გამო 7 თვე გაგიცდათ და იძულებითი შესვენების შემდეგ. განვლილ ტურში “სიმურგის” წინააღმდეგ პირველად ითამაშეთ. ახლა თავს როგორ გრძნობთ?

- მადლობა ღმერთს, ბოლომდე გამოვჯანმრთელდი და ფეხი უკვე აღარ მაწუხებს. 7 თვე გავაცდინე. ძალიან გამიჭირდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად ვითამაშე. ასეთი ტრავმის მერე ოპტიმალურ ფორმაში შესასვლეად დროა საჭირო. რა თქმა უნდა, მოთმინებით უნდა აღვიჭურვო და თავდაუზოგავად ვივარჯიშო. ვცდილობ და ვფიქრობ, ყოველ თამაშში თავს უკეთ ვიგრძნობ.

- ჩემპიონატის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთის წინ გამოჯანმრთელდით – ჩემპიონი სწორედ მომდევნო ხუთ ტურში გაირკვევა...

- ასე გამოდის, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, ადრე დავბრუნებულიყავი, რათა ოპტიმალური ფორმა აღმედგინა. მსურს, სეზონის გადამწყვეტი მატჩებისთვის სრულიად მზად ვიყო.

- “სიმურგთან” 5:0 გამარჯვების შესახებ რას იტყვით? ნამეტანი იოლად მოიგეთ...

- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან იოლად მოვიგეთ. უბრალოდ, სწრაფი გოლი გავიტანეთ, შემდეგ მეტოქეს ფეხბურთელი გაუგდეს და ყოველივე თამაშის მიმდინარეობაზე აისახა.

- როგორ აისახა გუნდზე ძირითად კონკურენტებთან - “ნეფთჩისთან” (0:1) და “ყარაბაღთან” (2:3) წაგება?

- ხელების ჩამოშვებას არ ვაპირებ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. “ყარაბაღთან” და “ნეფთჩისთან” მატჩები კიდევ გველის და ამ გუნდებს უნდა მოვუგოთ, ხოლო შემდეგ გამოჩნდება, რა მოხდება.

 

0.116199