ფეხბურთი

17:25 | 23.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიგზი კიდევ 2 წელიწადი ითამაშებს

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ალექს ფერგიუსონმა თავისი დიდი ხნის შეგირდი – რაიან გიგზი შეაქო და განაცხადა, რომ 39 წლის უელსელი საფეხბურთო მოედანზე კიდევ ორ სეზონს გაატარებს.

“გიგზი ნამდვილი საფეხბურთო მოვლენაა. დამერწმუნეთ, რაიანი “მანჩესტერში” კიდევ 2 წელიწადის განმავლობაში ითამაშებს”, - ციტირებს შოტლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს ბრიტანული პრესა.

შეგახსენებთ, რომ წლეულს, გიგზი მანჩესტერულ კარიერაში 22-ე სეზონს ატარებს. უელსელს “წითელ ეშმაკებთან” მოქმედი კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება.

 

0.121279