თურქეთში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მაყურებლები ტრიბუნებზე ადვილად შეამჩნევდნენ ფეხბურთის უელსელ ლეგენდას, რაიან გიგზს, რომელიც საფრანგეთისა და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებების თამაშებს დაესწრო. გიგზი სტამბულში სამწვრთნელო კურსებს გადის და ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავების თამაშის ცქერის სიამოვნებასაც არ იკლებს. თურქეთში მყოფ რაიანს ესპანური Mარცა-ს ჟურნალისტებმა მცირე ინტერვიუ ჩამოართვეს.
- უკვე თითქმის 40 წლის ხართ და ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე 22 წელია თამაშობთ. რა არის თქვენი საიდუმლო?
- არაერთი რამ. უპირველესად, თავდაუზოგავი შრომა. ამას ემატება დიდ მწვრთნელთან ხანგრძლივი დროით მუშაობა და კარგი ფეხბურთელების ატმოსფეროში ყოფნა. ხელი უნდა შეგიწყოს ორგანიზზმა და მენტალურადაც მზად უნდა იყო. საჭიროა საკუთარი თავის მოტივირებაც. ამ ყველაფრის ერთობლიობა კარიერის გახაგრძლივებაში გეხმარება.
- კარიერის დასრულებასთან ახლოს ხართ?
- დიახ, ძალიან ახლოს. ფეხბურთელთა უმრავლესობა თამაშს თავს 34-35 წლის ასაკში ანებებს.
- უახლოეს მომავალში მწვრთნელად გიხილავთ?
- ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს რას გავაკეთებ, როდესაც პენსიაზე გავალ. მწვრთნელობა, ახალგაზრდებთან მუშაობა, მენეჯერობა... ვინც იცის. მინდა, ყველაფრისთვის კარგად ვიყო მომზადებული. გადაწყვეტილებას 2-3 წლის შემდეგ მივიღებ, როდესაც ზმად ვიქნები.
- რას ფიქრობთ ესპანეთის ნაკრების შესახებ?
- ესპანეთის ნაკრები სავსეა დიდი ფეხბურთელებით, ისეთებით, როგორებიც არიან ფაბრეგასი, ინიესტა და ჩავი. როდესაც ბურთს ფლობენ ისინი დიდებულები არიან. ეს გუნდი ბოლო 6-7 წლის განმავლობაში საუკეთესოა. მათი მემკვიდრეები არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობენ. ესპანელებს საქმე ყველა ასაკობრივ დონეზე კარგად მისდით და ვფიქრობ, მათი დონიმირება დიდხანს გაგრძელდება.
- ერთ-ერთი მათგანი, ტიაგო, შესაძლოა, თქვენი თანაგუნდელი გახდეს. ფიქრობთ, რომ ის “მანჩეტერისთვის” კარგი დანამატი იქნება?
- მისი რამდენიმე თამაში მაქვს ნანახი. ის კარგი ფეხბურთელია. თუმცა, “მანჩეტერთან” და კარგ ფეხბურთელებთან დაკავშირებით ყოველთვის ბევრი ჭორი ვრცელდება. ვნახოთ, რა გამოვა. ნებისმიერი შემთხვევაში, ტიაგო ძალიან ნიჭიერია.