ფეხბურთი

20:00 | 14.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიგზი: “ეს მართლაც სიგიჟეა, მაგრამ ფაქტია”

 

“მანჩესტერ იუნაიტედი” სიდნეიში იმყოფება ტურნეში, ხოლო უბერებელი რაიან გიგზი ამბობს, რომ ისეთივე სიამოვნებით ვარჯიშობს, როგორც კარიერის დასაწყისში. “ეს მართლაც სიგიჟეა, მაგრამ ფაქტია, ისევ ჩინებულ ფორმაში ვარ, – ამბობს გიგზი, პრემიერლიგის 13-ჯერ მომგები ადამიანი, რომელიც სულ მალე თავის 23-ე სეზონს დაიწყებს “მანჩესტერის” შემადგენლობაში, - ახლაც მხოლოდ ”მანჩესტერზე” ვფიქრობ და მგონია, რომ მომავალ წელსაც ვიჩემპიონებთ. სიდნეიში წინასასეზონოდ ყველაზე მეტხანს გავრჩერდით და კარგადაც ვიმუშავეთ. იქაური ღირსშესანიშნაობების ნახვის დრო კი მხოლოდ შაბათს გამოვნახეთ.”

შეგახსენებთ, რომ რაიან ჯოზეფ უილსონ გიგზი 1973 წლის 29 ნოემბერს დაიბადა კარდიფში. “მანჩესტერის” მაისურა პირველად 1990-91 წლების სეზონში მოიზომა, შემდეგი წლიდან კი გუნდის შეუცვლელი ფეხბურთელია.

 

 

0.114824