კალათბურთი

18:32 | 12.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიგა კვეტენაძე “სოხუმში” დაბრუნებას აპირებს

 

სამწლიანი განშორების შემდეგ, ფორვარდი გიგა კვეტენაძე (16.01.90, 200 სმ) სუპერლიგის მონაწილე “სოხუმში” ვარჯიშობს.

ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტს” “სოხუმის” მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.

“მართალია, კვეტენაძეს ზღვისპირელებთან კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, მაგრამ მისი “სოხუმში” დაბრუნება, თითქმის გადაწყვეტილია”, – გვითხრა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ კვეტენაძემ 2009-10 და 2010-11 წლების სეზონი “სოხუმში” გაატარა. ამის შემდეგ, თითო სეზონი თსსუ-სა და სტუ-ში ითამაშა. ბოლოს კი, “არმიაში” იასპარეზა და თანაგუნდელებთან ერთად ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

0.112477