გიბრალტარში დასრულებული საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებული რუსი ნიკიტა ვიტიუგოვი (2694) გახდა, რომელმაც ფრანგი მაქსიმ ვაშიე-ლაგრავეს (2711), ინდოელი ჩანდა სანდიპანის (2590) და ინგლისელი ნაიჯელ შორტის (2690) დარად 8.0 ქულა მოაგროვა, პლეი-ოფში კი საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. ვიტიუგოვმა საპრიზო ფონდიდან 20 ათასი გირვანქა მიიღო.
12 ათასი გირვანქა ერგო ჩინელ ქსუე ჟაოს (2554), რომელმაც 7.5 ქულა მიითვალა და ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. ქართველთაგან საუკეთესო რეზულტატი ნანა ძაგნიძეს (2555) ჰქონდა, რომელმაც თავი 6.5 ქულას მოუყარა და 28-ე საფეხურზე გავიდა. რაც შეეხება სალომე მელიას (2403), მან 6.0 ქულით 54-ე პოზიცია დაიკავა.