შესარჩევ ჯგუფში ქართველთა მეტოქემ, გიბრალტარმა საკუთარ სტადიონზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და 0:2 წააგო ესტონეთთან. ალენ ბულას გუნდმა მე-11 წუთზე გაუშვა გოლი დმიტრი კრუგლოვისგან, ხოლო 81-ეზე რიმო ჰუნტმა გაუტანათ. შეხსენებისთვის, გიბრალტარმა 1 მარტს შინ 1:4 წააგო ფარერებთან, აი, ესტონეთთან კი დიდი ანგარიშით აღარ დამარცხდნენ.
მატჩი გიბრალტარში, სტადიონ “ვიქტორიაზე” გაიმართა. ნაკრები საშინაო ამხანაგურებს “ვიქტორიაზე” ატარებს, შესარჩევ თამაშებში კი მეტოქეებს კი პორტუგალიის ქალაქ ალგარვეში უმასპინძლებს.
გიბრალტარის შემადგენლობა: პერესი, არტელი, სანტოსი, ჰიგინბოთემი (რიოხი 90), რაიან კასკიარო, როი ჩიპოლინა (სერჟინტი 90), პაიასი (პოლ დუარტე 68), პრისტლი (კაილ კასკიარო 46), უოლკერი, გულინგი (დანიელ დუარტე 61).