დღეს, 16:00 საათზე სპორტკომპლექს “არენაში” ღია ვარჯიშს გამართავს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ხელბურთელები ხუთშაბათ დილას ისრაელში გაემგზავრებიან და 27 და 28 დეკემბერს თელ ავივში მასპინძლებთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ, 31 დეკემბერს კი გუნდი ანკარაში ჩაფრინდება, სადაც 2 იანვარს უკვე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩია თურქეთთან.
ნაკრები ისრაელში 14 ხელბურთელის შემადგენლობით მიემგზავრება. ორი მოთამაშე სერგო დათუკაშვილი და რევაზ ჭანტურია კლუბებშია დაკავებული და ისინი ნაკრებს თურქეთში შეუერთდებიან.
საქართველოს ნაკრები
მეკარეები: შოთა თევზაძე (ბაკეუ, რუმ), გიგა ტორონჯაძე (ტრაბზონსფორი, თურ).
ხაზის მოთამაშეები: გიორგი გვაზავა (სტუ), უჩა მაისურაძე (
უკანა სამეული: სერგო დათუკაშვილი (ას სადი, ლიბ), ვლადიმერ რუსია (ბაკეუ, რუმ), ირაკლი ჩიქოვანი (
კუთხის მოთამაშეები: რევაზ ჭანტურია (სტრუმიცა, მკდ), უჩა გამზარდია (
მთავარი მწვრთნელი: ჯორჯე რასიჩი (სრბ).
მწვრთნელები: ბექარ ორჯონიკიძე, ირაკლი კეკელიძე.
ექიმი: ლევან ლინნიკი.
2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში. კვალიფიკაცია. ევროპის 1-ლი ჯგუფი
ლიტვა – 4 ქულა, საქართველო – 2, ფინეთი – 2, თურქეთი – 0
30 ოქტომბერი
ლიტვა – საქართველო 23:17
ფინეთი – თურქეთი 26:20
3 ნოემბერი
თურქეთი – ლიტვა 20:23, საქართველო – ფინეთი 26:19
2 იანვარი
ფინეთი – ლიტვა
თურქეთი – საქართველო
4 იანვარი
ლიტვა – ფინეთი
5 იანვარი
საქართველო – თურქეთი
8 იანვარი
საქართველო – ლიტვა
თურქეთი – ფინეთი
11 იანვარი
ფინეთი – საქართველო
12 იანვარი
ლიტვა – თურქეთი
პლეიოფში გადის მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული
www.geohandball.ge