ფეხბურთი

11:45 | 20.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

გია გრიგალავა: “გამარჯვებასთან ჩვენ უფრო ახლოს ვიყავით”

მახაჩყალის “ანჟის” ქართველმა მცველმა გია გრიგალავამ, “შერიფთან” ევროპის ლიგის პირველი ტურის მატჩის (0:0) შემდეგ, ერთ-ერთ რუსულ მედიასაშუალებას თავისი აზრი გაუზიარა. მისი აზრით, 3 ქულასთან უფრო ახლოს მახაჩყალელები იყვნენ.

“ფრე ურიგო შედეგი არაა, მაგრამ მეტის მიღწევას ვგეგმავდით. “ანჟიმ” მეტი მომენტი შექმნა და გამარჯვებასთანაც უფრო ახლოს იყო. უნდა ითქვას, რომ მატჩის მიწურულს გაგვიმართლა”, - განაცხადა ქართველმა.

ცნობისათვის, გრიგალავა “შერიფთან” მატჩში 25-ე წუთიდან ჩაერთო და საფინალო სასტვენამდე ითამაშა.

 

0.106124