ფეხბურთი

15:22 | 26.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

გია გრიგალავა: “ცსკა-ზე მეტი საგოლე მომენტები გვქონდა”

მახაჩყალის “ანჟის” მცველმა გია გრიგალავამ, რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში მოსკოვის ცსკა-სთან ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის შემდეგ, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში მოედნის საფარის ცუდ ხარისხზე დაიჩივლა და აღნიშნა, რომ მის გუნდს, მეტოქეზე მეტი საგოლე მომენტი ჰქონდა.

გია გრიგალავა: “ასეთ მოედანზე დიდი ხანია არ მითამაშია. ერთი შეხედვით, მას არა უშავდა, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან მძიმე გრუნტი იყო”.

- ნაჩვენები თამაშის კი არ გრცხვენიათ, არამედ, ალბათ, დადებითი ემოციები უფრო მეტი გაქვთ?

- მართალია, არ გვრცხვენია. ჩემი აზრით, ცსკა-ზე მწვავე მომენტები გვქონდა. გოლის გატანის შანსები მეტოქესაც ჰქონდა, მაგრამ არა ჩვენსავით რეალური.

- ადელეიეს რამდენად კარგად უგებთ?

- მატჩიდან მატჩამდე, უფრო უკეთესად და უკეთესად.

- საერთო ჯამში, განვლილი მატჩიდან როგორი შთაბეჭდილებები დაგრჩა?

- ნორმალური. განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ჩვეულებისამებრ ვთამაშობდით.

- მიუხედავად იმისა, რომ ლიდერთან თამაშობდით?

- ამ გუნდთან თამაში სასიამოვნოა. ცსკა თავადც თამაშობს და ამის საშუალებას მეტოქესაც აძლევს. თუმცა, ასეთ მოედანზე რაიმეს შექმნა, ადვილი არაა.

0.118894