რევაზ გეწაძე კარიერას საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ “სამტრედიაში” გააგრძელებს.
29 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი “ზესტაფონში” გაატარა, რომლის შემადგენლობაში 14 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მან უეფას ევროპის ლიგის მე-2 ეტაპზე სლოვაკეთის “სპარტასთანაც” ითამაშა (0:0, 0:3). თუმცა, “ზესტაფონში” მომხდარი რადიკალური ცვლილებების გამო, რაც კლუბის ბიუჯეტის შემცირებამ გამოიწვია, მან გუნდი დატოვა. მანამდე, “სამტრედიას” “ზესტაფონის” კიდევ ერთმა ყოფილმა ნახევარმცველმა გრიგოლ დოლიძემ მიაშურა.