2004 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა 100 მეტრზე რბენაში, 31 წლის ამერიკელმა ჯასტინ გეტლინმა რომში, ბრილიანტის ლიგის მეხუთე ეტაპზე გამოსვლის წინ დაიქადნა, რომ უსაინ ბოლტს დაამარცხებდა და დანაქადები აასრულა კიდეც - "ოლიმპიურ სტადიონზე" შეკრებილი 52 305 მაყურებლის თვალწინ მანძილი 9,94 წამში დაფარა და მსოფლიოს უსწრაფეს მორბენალს ფინიშის ხაზთან წამის ერთი მეასედით მიასწრო.
არადა, ლეგენდარულ იამაიკელს, ვინც, როგორც წესი, გარბენს ცუდად იწყებს და მერე უმატებს ხოლმე, ამჯერად პირიქით, მეტოქეზე სწრაფი სტარტი ჰქონდა. სწორედ ამან ამირია საქმეო, ამბობდა შემდეგ მოულოდნელი მარცხით ოდნავ შემცბარი ბოლტი და უხერხულობის დასაფარად ხუმრობდა - 10 წამზე სწრაფად მაინც ხომ გავიქეციო.
გეტლინი კი, რომელმაც რომში 2005 წლის შემდეგ პირველად იმარჯვა, გარბენის შემდეგ უწინარესად ისევ ბოლტს ემადლიერებოდა, ეს სწორედ მასთან ტოლსწორად პაექრობის სურვილია, უფრო მეტი მუშაობისკენ რომ მიბიძგებსო.
26 წლის იამაიკელის ამ მარცხის გამო იმაზე საუბარი, თითქოს მისი დომინაცია დასასრულს უახლოვდება, ცხადია, შეცდომა იქნება. ალბათ გახსოვთ, შარშან იოჰან ბლეიკმა ბოლტს იამაიკის ეროვნულ პირველობაზე მოუგო, მაგრამ ლონდონის ოლიმპიადაზე 27 წლის იამაიკელმა ამ მარცხით გაჩენილ ყველას კითხვას დამაჯერებელი პასუხი გასცა და ყველას თავისი ადგილი მიუჩინა. ამდენად, დასკვნებისგან თავის შეკავება გვმართებს - მსოფლიო ჩემპიონატამდე მაინც, რომელიც ორი თვის შემდეგ, 10-18 აგვისტოს მოსკოვში გაიმართება.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლტი 6-გზის ოლიმპიური და 5-გზის მსოფლიო ჩემპიონი და 100 და 200 მეტრზე რბენაში მსოფლიო რეკორდსმენია (9,58 და 19,19). ბრილიანტის ლიგაში კი მან უკვე მეორე მარცხი იწვნია - პირველად მას 2010 წელს სტოკჰოლმის ეტაპზე მეორე სახელოვანი ამერიკელი, 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონი ტაისონ გეი აღემატა.
ეტაპის მეორე მოულოდნელობად 25 წლის კოტდივუარელ მურიელ აურეს მიერ ქალთა შორის 200 მეტრზე რბენაში ამერიკელი ფავორიტის, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონის ელისონ ფელიქსის ძლევა იქცა. აურე, ვინაც შარშან ლონდონში მეექვსე იყო, გარბენში თავიდანვე დაწინაურდა და მიუხედავად ფელიქსის ფინიშისწინა მძლავრი აჩქარებისა, მაინც იმარჯვა - 22,38.
ეტაპზე სეზონის სამი საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა - თავი მორბენლებმა გამოიჩინეს: კაცთა შორის - 19 წლის ეთიოპელმა მოჰამედ ამანმა (800 მ.) და მისმა 23 წლის თანამემამულე იენევ ალამირევმა (5000 მ), ხოლო ქალებში - ბოტსვანელმა ამანტლე მონტშომ (400 მ.).
ამანმა წამის 3 მეათედით აჯობა ფრანგ პიერ-ამბრუაზ ბოსს, ალამირევმა უკანასკნელ 300 მეტრზე დაჯაბნა წლეულს უკვე ორი ეტაპის მომგები თანამემამულე ჰაგოს გებრჰივეტი, ხოლო მონტშომ მიმდინარე ლიგაში უკვე მესამე ეტაპი მოიგო და საერთო ჩათვლაში ქულათა მაქსიმუმით - 12 - ლიდერობს.
სეზონის საუკეთესო შედეგი არ უჩვენებიათ, მაგრამ წლეულს ლიგაში ასევე დაუმარცხებლად ასპარეზობენ ხორვატი ბადროს მტყორცნელი სანდრა პერკოვიჩი, გერმანელი შუბის მტყორცნელი კრისტინა ობერგფიოლი, და 1500 მეტრზე მორბენალი გაშვედებული ეთიოპელი აბება არეგავი.
მე-6 ეტაპი 13 ივნისს ოსლოში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ბრილიანტის ლიგაში შეჯიბრებები 32 დისციპლინაში 14 ეტაპად ტარდება - აქედან თითოეულ დისციპლინას 7 ეტაპი ეთმობა. რიგით ეტაპზე გამარჯვებულ სპორტსმენს 4 ქულა ერიცხება, მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს, შესაბამისად, 2 და 1. ხოლო დისციპლინის ფინალურ ეტაპზე ქულები ორმაგდება - 1. - 8, 2. - 4, 3. - 2. ლიგის გამარჯვებული ის სპორტსმენი ხდება, რომელიც ყველაზე მეტ ქულას აგროვებს. გამარჯვებულს 40 ათასი დოლარი და ბრილიანტის ჯილდო ერგება.
ბრილიანტის ლიგა. 2013
მე-5 ეტაპი. რომი. 6 ივნისი
მრ – მსოფლიო რეკორდი
სსშ – სეზონის საუკეთესო შედეგი
ერ – ეტაპის რეკორდი
კაცები
ბირთვის კვრა
1. დავიდ შტორლი (გერმანია) 20,70
2. კორი მარტინი (აშშ) 20,54
3. დილან არმსტრონგი (კანადა) 20,29
საერთო ჩათვლა
1. რაიან უაიტინგი (აშშ) – 8 ქულა
2. შტორლი – 4 ქ
3. რიზ ჰოფა (აშშ) – 3 ქ
3. მარტინი – 3 ქ
5. ხერმან ლუხან ლაურო (
6. არმსტრონგი – 1 ქ
ჭოკით ხტომა
1. რაფაელ ჰოლცდეპე (გერმანია) 5,91
2.
3. მალტე მორი (გერმანია) 5,86
საერთო ჩათვლა
1. ჰოლცდეპე – 6 ქულა
2. ლავილენი – 6 ქ
3. კონსტანტინოს ფილიპიდისი (საბერძნეთი) – 4 ქ
4. მორი – 3 ქ
5. ბიორნ ოტო (გერმანია) – 2 ქ
სამხტომი
1. კრისტიან ტეილორი (აშშ) 17,08
2. დანიელე გრეკო (იტალია) 17,04
3. ტედი ტამგო (საფრანგეთი) 17,01
საერთო ჩათვლა
1. ტეილორი – 10 ქულა
2. ბენჟამენ კომპაორე (საფრანგეთი) – 6 ქ
3. გრეკო – 2 ქ
4. ალეკსეი ფიოდოროვი (რუსეთი) – 1 ქ
4. გაეტან საკუ ბაფუანგა (საფრანგეთი) – 1 ქ
4. ტამგო – 1 ქ
100 მ.
1. ჯასტინ გეტლინი (აშშ) 9,94
2. უსაინ ბოლტი (იამაიკა) 9,95
3. ჯიმი ვიკო (საფრანგეთი) 10,02
საერთო ჩათვლა
1. გეტლინი – 8 ქულა
2. ტაისონ გეი (აშშ) – 4 ქ
3. ბოლტი – 2 ქ
3. რაიან ბეილი (აშშ) – 2 ქ
3. მაიკლ როჯერსი (აშშ) – 2 ქ
6. ვიკო – 1 ქ
6. კესტონ ბლედმენი (ტრინიდადი) – 1 ქ
6. ნესტა კარტერი (იამაიკა) – 1 ქ
400 მ. თარჯრბენი
1. ჯონი დაჩი (აშშ) 48,31
2. ხავიერ კულსონი (პუერტო რიკო) 48,36
3. მამადუ ჰასე კანე (სენეგალი) 48,56
საერთო ჩათვლა
1. მაიკლ ტინსლი (აშშ) – 8 ქულა
2. დაჩი – 5 ქ
3. კულსონი – 4 ქ
4. ბერშონ ჯეკსონი (აშშ) – 3 ქ
5. კორნელ ფრედერიკსი (სარ) – 1 ქ
5. ჰანე – 1 ქ
800 მ.
1. მოჰამედ ამანი (ეთიოპია) 1.43,61 სსშ
2. პიერ-ამბრუაზ ბოსი (საფრანგეთი) 1.43,91
3. ანდრე ოლივიე (სარ) 1.44,37
საერთო ჩათვლა
1. დევიდ რუდიშა (კენია) - 8 ქულა
2. ამანი - 6 ქ
3. ბოსი – 2 ქ
3. ენდრიუ ოსაგიე (ბრიტანეთი) – 2 ქ
5. ჯობ კინიორი (კენია) – 1 ქ
5. ტიმოტი კიტუმი (კენია) – 1 ქ
5. ოლივიე – 1 ქ
5000 მ.
1. იენევ ალამირევი (ეთიოპია) 12.54,95 სსშ
2. ჰაგოს გებრჰივეტი (ეთიოპია) 12.55,73
3. ისაია კიპლაგატ კოეჩი (კენია) 12.58,85
საერთო ჩათვლა
1. გებრჰივეტი – 10 ქულა
2. ალამირევი – 5 ქ
3. ვინსენტ კიპროპ ჩეპკოკი (კენია) – 2 ქ
3. ტომას პკევეი ლონგოსივა (კენია) – 2 ქ
5. იბრაჰიმ ჯეილანი (ეთიოპია) – 1 ქ
5. კოეჩი – 1 ქ
ქალები
ბადროს ტყორცნა
1. სანდრა პერკოვიჩი (ხორვატია) 68,25
2. იარელის ბარიოსი (კუბა) 64,41
3. ზინაიდა სენდრიუტე (ლიტვა) 62,85
საერთო ჩათვლა
1. პერკოვიჩი – 12 ქულა
2. სენდრიუტე – 3 ქ
3. ბარიოსი – 2 ქ
3. ჯია ლიუის-სმოლვუდი (აშშ) – 2 ქ
5. მელინა რობერტ-მიშონი (საფრანგეთი) – 1 ქ
5. ანა რიუ (გერმანია) – 1 ქ
შუბის ტყორცნა
1. კრისტინა ობერგფიოლი (გერმანია) 66,45
2. მარია აბაკუმოვა (რუსეთი) 64,03
3. სუნეტ ვილიუნი (სარ) 63,49
საერთო ჩათვლა
1. ობერგფიოლი – 12 ქულა
2. აბაკუმოვა – 4 ქ
3. კიმბერლი მაიკლი (ავსტრალია) – 3 ქ
4. ვილიუნი – 2 ქ
სიგრძეზე ხტომა
1. ბრიტნი რიზი (აშშ) 6,99
2. ჯენი დელოჩ სუკუპი (აშშ) 6,97
3. შარა პროქტორი (ბრიტანეთი) 6,91
საერთო ჩათვლა
1. რიზი – 8 ქულა
2. დელოჩ სუკუპი – 7 ქ
3. პროქტორი – 3 ქ
4. ბლესინგ ოკაგბარე (ნიგერია) – 2 ქ
5. ელოიზ ლეზიუორი (საფრანგეთი) – 1 ქ
სიმაღლეზე ხტომა
1. ანა ჩიჩეროვა (რუსეთი) 1,98
2. სვეტლანა შკოლინა (რუსეთი) 1,98
3. ბლანკა ვლაშიჩი (ხორვატია) 1,95
საერთო ჩათვლა
1. ვლაშიჩი – 5 ქულა
2. ჩიჩეროვა – 4 ქ
2. შკოლინა – 4 ქ
4. ემა გრინ ტრეგარო (შვედეთი) – 2 ქ
5. ბრიჯეტ ბარეტი (აშშ) – 1 ქ
100 მ. თარჯრბენი
1. დონ ჰარპერ-ნელსონი (აშშ) 12,65
2. ლოლო ჯონსი (აშშ) 12,70
3. ვირჯინია კროუფორდი (აშშ) 12,90
საერთო ჩათვლა
1. ჰარპერ-ნელსონი – 8 ქულა
2. ჯონსი – 2 ქ
2. კელი უელსი (აშშ) – 2 ქ
4. კროუფორდი – 1 ქ
4. ქუინ ჰარისონი (აშშ) – 1 ქ
200 მ.
1. მიურიელ აურე (კოტ დ’ივუარი) 22.36
2. ელისონ ფელიქსი (აშშ) 22,64
3. ივეტ ლალოვა (ბულგარეთი) 22,78
საერთო ჩათვლა
1. აურე – 4 ქულა
1. ვერონიკა კემპბელ-ბრაუნი (იამაიკა) – 4 ქ
1. შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი (იამაიკა) – 4 ქ
4. ფელიქსი – 2 ქ
4. ანიშა მაკლაფლინი (აშშ) – 2 ქ
4. შერონ სიმპსონი (იამაიკა) – 2 ქ
7. ლალოვა – 1 ქ
7. შალონდა ზოლომონი (აშშ) – 1 ქ
7. მირიამ სუმარი (საფრანგეთი) – 1 ქ
400 მ.
1. ამანტლე მონტშო (ბოტსვანა) 49,87 სსშ
2. ფრანსინა მაკკორორი (აშშ) 50,05
3. ნატაშა ჰასტინგსი (აშშ) 50,53
საერთო ჩათვლა
1. მონტშო – 12 ქულა
2. ჰასტინგსი – 3 ქ
2. მაკკორორი – 3 ქ
4. ელისონ ფელიქსი (აშშ) – 2 ქ
5. კრისტინ ოჰურუგუ (ბრიტანეთი) – 1 ქ
1500 მ.
1. აბება არეგავი (შვედეთი) 4.00,23
2. გენზებე დიბაბა (ეთიოპია) 4.01,62
3. ჯენი სიმპსონი (აშშ) 4.02,30
საერთო ჩათვლა
1. არეგავი – 12 ქულა
2. დიბაბა - 3 ქ
3. ფაით ჩეპნგეტიჩ კიპიეგონი (კენია) - 2 ქ
3. ჰელენ ობირი (კენია) – 2 ქ
5. ბრენდა მარტინესი (აშშ) – 1 ქ
5. სიმპსონი – 1 ქ
3000 მ. სტიპლჩეიზი
1. მილცა ჩემოსი (კენია) 9.16,14
2. ლიდია ჩეპკურუი (კენია) 9.18,10
3. სოფია ასეფა (ეთიოპია) 9.21,24
საერთო ჩათვლა
1. ჩეპკურუი – 10 ქულა
2. ჩემოსი – 4 ქ
2. ასეფა – 4 ქ
4. ეტენეშ დირო ნედა (ეთიოპია) – 2 ქ
5. ჰივოტ აიალევი (ეთიოპია) – 1 ქ