თამაშგარე

12:53 | 19.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიაში საფეხბურთო ფანებმა იჩხუბეს

გერმანიაში ფეხბურთის გულშემატკივრებმა იჩხუბეს. ორიოდე დღის წინ “აუგსბურგმა” “მაინცს” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. თუმცა, გამარჯვებული გუნდის ქომაგები მოგებას არ დასჯერდნენ და სტადიონის ავტოსადგომთან მყოფ “მაინცის” ფანებს ჩაქუჩებით, ქანჩებითა და სხვა სამუშაო იარაღებით “ხელმომარჯვებულები” დაესხნენ თავს. გერმანელი პოლიციელების განცხადებით, თავდამსხმელები “კაიზერსლაუტერნის” ატრიბუტიკით იყვნენ შემოსილი.

აღსანიშნავია, რომ დაზარალებულთა ვინაობა არ ხმაურდება. მეტიც, აგრესორები სამართალდამცავი ორგანოების მოსვლამდე გაუჩინარდნენ და პოლიციამ დაზარალებულები დააკავა. საბედნიეროდ, საბრალო მაინცელები მალევე გაათავისუფლეს და გზის გაგრძელების ნება დართეს.
რუსუდან ჭუმბურიძე
 
0.119064