ფერმანიის საფეხბურთო კავშირის წევრებმა ჯერ იყო და ლატენტურ, ანუ შეფარულ ”გეი” ფეხბურთელებზე ატეხეს ერთი ამბავი –”ცისფერი” ფეხბურთელები გასახდელში სხვა ფეხბურთელებს რყვნიან და ცუდ საქმეებს ასწავლიანო. ამის გამო, გერმანული ფეხბურთის ბოსებს ადამიანის უფლებადამცველებმა სულ ბოდიში ახდევინეს. მაგრამ, ”ბუნდესფეხბურთის” მამები სკანდალური განცხადებების გაკეთებას მაინც არ იშლიან.
ამასწინათ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანიის პირველ და მეორე ბუნდესლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს შესაძლებელია სპეციალური ტესტების გავლა მოუწიოთ. ამ ტესტების დანიშნულება ფეხბურთელებში ჰომოსექსუალიზმისა და სხვა მანკიერებებისადმი მიდრეკილების გამორკვევა იქნება. ტესტი ფსიქოლოგიური ანალიზის გარდა, კითხვა-პასუხის რეჟიმსაც მოიცავს.
თანამედროვე მედიცინა და ზოგადად თანამედროვე მეცნიერება იმ დონემდე უკვე არის მისული, რომ კაცს ”ცისფერობა” შესაძლებელია ფაქტზე წასწრების გარეშეც დაუმტკიცო, მაგრამ გაკვირვებას იწვევს გერმანელი საფეხბურთო ფუნქციონერების სიჯიუტე, როლებიც ევროკავშირმა და ადამიანის უფლებადამცველებმა არაერთგზის გააფრთხილეს, ჰომოსექსუალისტებს თავი დაანებეთ და საკუთარ თავს მიხედეთო, მაგრამ გერმანელი რისი გერმანელია, რომ ეგრე ადვილად დანებდეს...