სლოვენიაში მიმდინარე საკალათბურთო ევროპირველობაზე მეხუთე ტურის რიგით მეორე მატჩები გაიმართა. ჩემპიონატს ჩეხეთისა და ბოსნიის ნაკრებები გამოეთიშნენ. ბოსნიელებს მცირედი დააკლდათ და მეორე ეტაპზე ითამაშებდნენ. იტალიის ნაკრებმა ევრობასკეტზე ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო.
A ჯგუფი
გერმანია - ისრაელი 80:76 (12:20, 19:10, 22:19, 27:27)
გერმანიის ნაკრებმა ბოლო მატჩში ისრაელს მოუგო. ფრენკ მენზის შეგირდებმა დაძაბულ ბრძოლაში კი იმარჯვეს, მაგრამ სულ ტყუილად - ჯგუფიდან გასვლის შანსი უკვე დაკარგული აქვს, რადგან ბელგიას ვერაფრით გაასწრებს. ბელგიელებს როგორც გერმანელებთან ისე ბრიტანელებთან მოგებული აქვთ და შესაბამისად, წაგების შემთხვევაშიც კი გააღწევენ ჯგუფიდან.
გერმანია: გიუნზერი (20წ. 15ქ. 3პ), სტაიგერი (23წ. 15ქ. 1პ), პლეისი (32წ. 14ქ. 14პ)
ისრაელი: კასპი (31წ. 22ქ. 13მ. 1პ), ელიაჰუ (31წ. 16ქ. 11მ. 3პ), ჰალპერინი (32წ. 16ქ. 4მ. 4პ).
B ჯგუფი
ლიტვა - ბოსნია 72:78 (18:18, 12:13, 22:26, 20:21)
მატჩის ბოლო მე-11 წამზე ბოსნია 8 ქულით იგებდა და შანსი ჰქონდა მეორე ეტაპზე გასულიყო, თუმცა ლიტველებმა ბოლო წამებზე ორი საჯარიმო სროლა ზუსტად გამოიყენეს და მატჩი 6 ქულის სხვაობით წააგეს. სერბეთისა და ჩერნოგორიის შეხვედრამდე უკვე გაირკვა, რომ B ჯგუფიდან მეორე ეტაპზე ლიტვის, ლატვიისა და სერბეთის ეროვნული გუნდები ითამაშებენ.
ლიტვა: კლეიზა (31წ. 20ქ. 10მ), პოჩიუსი (30წ. 14ქ. 2მ. 1პ), კალნეიტასი (35წ. 11ქ. 5მ. 6პ).
ბოსნია: ტელეტოვიჩი (37წ. 31ქ. 7მ. 1პ), დჟედოვიჩი (38წ. 20ქ. 4მ. 4პ), კიკანოვიჩი (18წ. 10ქ. 4მ)
C ჯგუფი
ხორვატია - ჩეხეთი 70:53 (16:17, 16:16, 15:9, 23:11)
ხორვატიის ნაკრებმა პირველ ტურში ესპანეთთან განცდილი მარცხის შემდეგ, ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ამ შეხვედრაში ჩეხებს მეორე ეტაპზე გასვლისათვის მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს და პირველი ტაიმი ქულით მოიგეს კიდეც (32:33). მეორე ტაიმში კი ხორვატია გამოცოცხლდა და მესამე მეოთხედი 6 ქულით მოიგეს, გადამწყვეტ მეოთხედში კი პაველ ბუდინსკის შეგირდები საბოლოოდ გატეხეს და 27 ქულის სხვაობით დაამარცხეს. გამარჯვებულთაგან 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად 5 კალათბურთელი გადაცდა. ჩეხმა იან ვესელმა კი ორმაგი დუბლი მიითვალა.
ხორვატია: ბოგდანოვიჩი (32წ. 11ქ. 4მ. 1პ), ტომიჩი (21წ. 12ქ. 9მ. 2პ), სარიჩი (17წ. 11ქ. 5მ. 1პ)
ჩეხეთი: პუმპრლა (30წ. 19ქ. 4მ. 1პ), ვესელი (35წ. 11ქ. 11მ. 1პ), სატორანსკი (36წ. 9ქ. 2მ. 8პ).
D ჯგუფი
იტალია - შვედეთი 82:79 (27:20, 16:28, 20:15, 19:16)
იტალიის ეროვნულ ნაკრებს შვედეთთან მატჩის მოგება აშკარად გაუჭირდა. პიანიჯიანის შეგირდებმა პირველი ტაიმი 5 ქულით დათმეს. მესამე მეოთხედის ბოლოს იტალიელებმა ანგარიში გაათანაბრეს, გადამწყვეტ ათწუთეულში კი ისრაელი მაინც გატეხეს და დაძაბული შეხვედრა 82:79 დამთავრდა. იტალია სლოვენიაში მიმდინარე ევროპირველობაზე ერთადერთი უდანაკარგო ნაკრებია.
იტალია: არადორი (31წ. 16ქ. 7მ. 3პ), ჯენტილე (35წ. 19ქ. 1მ. 5პ), ჩინჩიანი (28წ. 12ქ. 6მ. 2პ)
შვედეთი: ტეილორი (35წ. 28ქ. 7მ), იერებკო (33წ. 21ქ. 8მ. 3პ)
გიორგი ბალახაძე
ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma