მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თბილისში წაგებული მატჩის (0:1) შეფასებისას, ბელარუსის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გამოცემა “სპორტივნაია პანორამასთან” საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოში გამარჯვებაში, დარწმუნებული იყო.
- ქულების შეძენის კუთხით, ალბათ, აქცენტი პირველ მატჩზე კეთდებოდა, რომელსაც ბელარუსის ნაკრები თბილისში ატარებდა?
- აბსოლუტურად გულღია რომ ვიყო, საქართველოში გამარჯვებაში, პრაქტიკულად, დარწმუნებული ვიყავი. სამწუხაროდ, ის საუცხოო მომენტები, რომელიც პირველ ტაიმში შევქმენით, ვერ გამოვიყენეთ, ხოლო შემდეგ, გოლი გავუშვით. სხვათა შორის, ის მსაჯის აშკარა შეცდომის შემდეგ გავიდა, რომელმაც ჩვენ მცველ მარტინოვიცზე მეტოქის მხრიდან წესის დარღვევა არ დააფიქსირა. ამ ეპიზოდში სულელური შეცდომაც დავუშვით, როდესაც ორი ჩვენი ფეხბურთელი დაეჯახა და ერთმანეთს ხელი შეუშალა. გატანილი გოლის შემდეგ, ქართველებმა უკან დაიხიეს და დაცვაში ღრმად ჩაჯდნენ. ასეთ პირობებში მათი კარის აღება, ძნელი იყო. გასაგებია, რომ საქართველო საფრანგეთზე სუსტია. ამ გუნდთან სამი ქულა აუცილებლად უნდა აგვეღო.
- თბილისში მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, შესამჩნევი იყო, რომ ბელარუსები გამარჯვებას მეტად იმსახურებდნენ. სავარაუდოდ, თქვენ გეგმებს ხელი ფეხბურთელების ტრავმებმა შეუშალა, რის გამოც პირველ ტაიმში, ორი იძულებითი შეცვლა გააკეთეთ?
- რა თქმა უნდა. ნეხაიჩიკისა და ჟავნერჩიკის ტრავმების შემდეგ, ჯერ კიდევ შესვენებამდე მომიწია მოედანზე ბორდაჩოვისა და ჟავნერჩიკის გაყვანა. მეორე ტაიმში ტრავმა ტიგორევმაც მიიღო. ამ სამწუხარო მოვლენების შედეგად, როგორც მწვრთნელს, თავისუფლად მანევრირების საშუალება აბსოლუტურად აღარ მქონდა. არადა, შესვენების შემდეგ, როდიონოვის შეყვანასა და თავდასხმის გაძლიერებას ვაპირებდი. სხვა ჩანაფიქრებიც მქონდა, რომლებიც სამწუხაროდ, ვერ განვახორციელე. ხელი შექმნილმა გარემოებამ შემიშალა. უბრალოდ, იძულებული ვიყავი ფეხბურთელები პოზიციების მიხედვით შემეცვლა და მხოლოდ ამით შემოვფარგლულიყავი. სხვას ვერაფერს გავაკეთებდი. ყველაფერი ერთდროულად დამატყდა თავს: ტარვმები, გამოუყენებელი საგოლე მომენტები და ძალიან არაობიექტური მსაჯობა.
- რაც შეეხება მსაჯობას, განსაკუთრები ერთი ეპიზოდი იყო ძალიან დასამახსოვრებელი...
- ვიცი, რომელსაც გულისმობთ. როდესაც ბრესანი მეკარესთან პირისპირ რჩებოდა და გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, რომელიც საერთოდ არ იყო. მეტიც, მას პასის მომენტი საერთოდ არ დაუნახავს. ამ ეპიზოდში ის ჟავნერჩიკს უყურებდა, რომელსაც გვერდით ხაზს გარეთ სამედიცინო დახმარებას უტარებდნენ. მან მოედნისკენ მაშინ გაიხედა, როდესაც ბრესანი უკვე ბურთით იყო. მთავარმა მსაჯმაც არა ერთი შეცდომა დაუშვა. ადგილი სრულ არაპროფესიონალიზმს ჰქონდა. არ მესმის, როგორც შეიძლებოდა ასეთ საპასუხიმსგებლო მატჩზე ბულგარელი მსაჯების ბრიგადის დანიშვნა. ტიგორევმა ტრავმა მაშინ მიიღო, როდესაც მეტოქემ ფეხი პირდაპირ მუხლში ჩაარტყა. მსაჯს კი, არა თუ ყვითელი ბარათი არ ამოუღია, წესის დარღვევაც არ დაუფუქსირებია.
- თბილისში მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ბელარუსის გაღწევის შანსი ნოლის ტოლფასია...
- შანსი მართლაც მიზერულია. თუმცა, მას მაინც მთელი ძალით მოვეჭიდებით. ჩვენ ესპანელებთან მატჩებშიც გამარჯვებას ვეცდებით. შანსები მაინც რჩება. მესმის, რომ ძნელი იქნება, მაგრამ ღირსეულად გამოსვლისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო