ვეტერან ხორვატ ფეხბურთელ დავორ შუკერს ფეხბურთელობისას გოლების გატანის იმდენად კარგი უნარი ჰქონდა, რომ მისი სახელი ფეხბურთის ქომაგებს დღემდე აკერიათ პირზე. მაგრამ ბევრმა ალბათ არ იცის, რომ დავორს ქალების ამორჩევის მხრივაც განსაკუთრებული ალღო ჰქონია.
დავორ შუკერის ცოლი, ცნობილი მოდელი ანა ობრეგონი ბრიტანეთში სექსუალურთა შორის სექსუალურ ქალად მიაჩნიათ. ანას მოტრფიალენი და გულშემატკივრები განსაკუთრებით 40 წელს გადაცილებული მამაკაცები არიან, რომლებიც დავორ შუკერის იღბალს შენატრიან.
დაახლოებით წლინახევრის წინ, ლეგენდარულ ხორვატ ბომბარდირს ჟურნალისტებისათვის უთქვამს – ანას დავშორდი და ჩვენი ურთიერთობაც საბოლოოდ დასრულდაო. მაგრამ ანა ობრეგონი და დავორ შუკერი დღეს ისევ ერთად არიან და ერთმანეთს ისე უხდებიან, როგორც ყველი და პური.