აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატს 3 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით აგდამის “ყარაბახი” ჩაუდგა სათავეში. გასულ ტურში ამ გუნდმა შინ ლენქორანის “ხაზარი” 2:0 დაამარცხა, პირველი გოლი კი 26-ე წუთზე ნიკოლოზ გელაშვილმა გაიტანა, რომელმაც მინდორზე 76 წუთი გაატარა.
დღესვე კახაბერ ცხადაძის მიერ დარიგებული ბაქოს “ინტერი” აზალ-ს დაუხვდა და 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში გიორგი ლომაიამ მე-10 წუთიდან ითამაშა, ალექსანდრე იაშვილი და ბაჩანა ცხადაძე კი შეუცვლელად გაისარჯნენ. ”ინტერი” 3 ქულით მე-6 პოზიციაზეა.