ფეხბურთი

16:08 | 2.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გელაშვილმა შვედებს გაუმართლათო

აგდამის “ყარაბაღის” თავდამსხმელმა ნიკოლოზ გელაშვილიმა, ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ შვედეთის “გეფლესთან” გამარჯვების (1:0) შემდეგ, განაცხადა, რომ მეტოქეს გაუმართლა.

“პირველ ტაიმში სწრაფი გოლის გატანა გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ვცდილობდით, რაც შეიძლება ხშირად შეგვეტია და გაგვეტანა. საგოლე მომენტები გვქონდა, მაგრამ იღბალი მეტოქის მხარეს იყო. “ყარაბაღი” გამარჯვებას იმსახურებდა, თუმცა “გეფლეც” გვიტევდა. შვედებს სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ, რომელთაც დაცვიდან შეტევაში გადასვლა მომენტალურად შეუძლიათ. ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალ თამაშზე უნდა ვიფიქროთ. შვედების ბარიერის გადალახვის კარგი შანსი გვაქვს” – იუწყება გელაშვილის სიტყვებს azerisport.com-ი.  

შეგახსნებთ, რომ “გეფლესთან” მატჩში გელაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

 

0.141534