ფეხბურთი

15:33 | 11.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

გელაშვილმა რეგიონალლიგაში ითამაშა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა ნიკა გელაშვილმა, “ბოხუმი 2”-ში ითამაშა.

ბოხუმელებმა დასავლეთ რეგიონალიგის 22-ე ტურში “ბერგიშს” უმასპინძლეს და დაპირისპირება 1:1 დასრულდა. გელაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. ქართველის მსგავსად, “ბოხუმი 2”-ში კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა ითამაშა, რომლებიც პირველ გუნდში ვერ ხვდებიან. სხვათა შორის, “ბოხუმში” ყოფნის პერიოდში მან რეგიონალლიგაში პირველად ითამაშა.

მიმდინარე სეზონში, გელაშვილმა 11 მატჩი ჩაატარა, აქედან მხოლოდ 2 სასტარტოში და ერთი გოლი გაიტანა.

 

0.124917