ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკა გელაშვილის "ყარაბაღმა" გასვლაზე 1:0 აჯობა მაკედონიურ სკოპიეს "მეტალურგს" და ერთ კვირაში აგდამში უმასპინძლებს. გელაშვილი სასტარტოში იყო, საკმაოდ აქტიურად თამაშობდა და სამჯერ სახიფათოდ დაარტყა კარში. ქართველი ფორვარდი 84-ე წუთზე შეცვალეს.
აზერბაიჯანის კიდევ ერთმა გუნდმა, ლენქორანის "ხაზარმა" სტუმრად ფრედ (1:1) ითამაშა მალტის "შლიემასთან" და ამით ის მოხდა, რომ აზერბაიჯანმა საქართველოს გადაასწრო უეფას საკლუბო კოეფიციენტებით. საქართველო 31-ე იყო და ახლა 32-ე ადგილზეა, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ I საკვალიფიკაციოზე "ტორპედოსა" და "ჩიხურას' ჯერ არ უთამაშიათ.
შეხსენებისთვის, ეს კოეფიციენტები ევროტურნირებზე ამა თუ იმ ქვეყნის კლუბთა მიერ ნაჩვენები ბოლო 5 წლის შედეგებით დგება.