ფეხბურთი

13:00 | 16.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

გელაშვილმა “ფლამურტარიში” სრულად პირველად ითამაშა

ალბანეთის საფეხბურთო სუპერლიგის მე-4 ტურში, ვლორეს “ფლამურტარიმ”, რომელშიც ნიკა გელაშვილი თამაშობს, თავის მოედანზე შკოდერის “ვლაჟნიას” ვერ მოუგო – 0:0.

ქართველმა ფორვარდმა 90 წუთი იასპარეზა, რაც “ფლამურტარიში” გადასვლის შემდეგ პირველად მოხდა. აქამდე, ის შეცვლებზე შედიოდა. გელაშვილმა “ფლამურტარიში” 4 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ვლორელებს 7 ქულა აქვს და 10 გუნდიან პირველობაზე მე-2 ადგილზე იმყოფებიან.


 

0.109897