აგდამის “ყარაბაღის” თავდამსხმელი ნიკოლოზ გელაშვილის აზერბაიჯანის პრემიერლიგის მეორე ნახევარში 10 გოლის გატანას გეგმავს. ამის შესახებ თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ქართველმა თავდამსხმელმა ინტერნეტგამოცემა azerisport.com-თან ინტერვიუში განაცხადა.
- ვარჯიში ხომ არ გიძნელდებათ?
- ვერ ვიტყოდი. საერთო ჯამში, კარგი განწყობით ვემზადებით. ჩვენ კონკრეტული ამოცანები დავისახეთ და ის ტემპი უნდა შევინარჩუნოთ, რომელიც სეზონის პირველ ნახევარში ავიღეთ.
- პრემიერლიგის ლიდერის რანგში მზადება სასიამოვნოა?
- დიახ, მაგრამ უფრო სასიამოვნო ჩემპიონობა იქნება.
-წინ ოთხი საკონტროლო მატჩი გელით. თქვენთვის ისინი რას ნიშნავს?
- ჩემთვის და მთელი გუნდისთვის ისინი მნიშვნელოვანია. მოედანზე ურთიერთგაგება უნდა გავაუმჯობესოთ.
- თქვენ კი გოლების გატანა უნდა დაიწყოთ?
- ამ საკონტროლო მატჩებში რაც მეტს გავიტან, მით უკეთესია. საერთოდ კი, არა ჩემი გოლებია მნიშვნელოვანი, არამედ, მეტოქეების დამარცხება.
- სეზონის პირველ ნახევარში საკუთარ თამაშს როგორ შეაფასებთ?
- უკეთესად თამაში და 2-3 გოლით მეტის გატანა შემეძლო. მე ხომ ვიცი, რომ ეს ჩემი ზღვარი არაა.
- სეზონის მეორე ნახევარში “ყარაბაღისგან” რას უნდა ველოდოთ?
- ქვეყნის ჩემპიონატში გამარჯვებას. სერიოზული კონკურენტები გვყავს “გაბალას”, “ნეფთჩის”, “ბაქისა” და “ინტერის” სახით, მაგრამ ეს ჩემპიონობის მომდევნო სეზონისთვის გადადების მიზეზი არ უნდა გახდეს.
- “მდევრებიდან” ყველაზე სახიფათოდ ვის მიიჩნევთ?
- მართალი გითხრათ, ვინმეს გამორჩევა გამიჭირდება. გადამწყვეტ მომენტში, ჩამოთვლილი გუნდებიდან “გასროლა” ნებისმიერს შეუძლია.
- სეზონის მეორე ნახევარში რამდენი გოლის გატანას გეგმავთ?
- რაც მეტი, მით უკეთესი. კონკრეტულად, 10 გოლის გატანა მაინც მინდა. ვფიქრობ, ეს 10 გოლი და პლუს პარტნიორების ზუსტი დარტყმები, ჩემპიონის ტიტულს მოგვიტანს.