ფეხბურთი

16:34 | 7.10.2013 | ნანახია 2168 - ჯერ

გელაშვილი სიმბოლურ ნაკრებში

აგდამის “ყარაბაღის” თავდამსხმელი ნიკა გელაშვილი, აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, რომელიც კომპანია InStat Football-მა დაასახელა.

ხსენებულ ტურში, “ყარაბაღმა” საკუთარ მოედანზე “ბაქი” 3:0 დაამარცხა. გელაშვილს გოლი არ გაუტანია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, რაც დაუფასდა კიდეც.

მიმდინარე სეზონში, 28 წლის გელაშვილმა, რომელიც “ყარაბაღში” მეორე ბუნდესლიგის “ბოხუმიდან” გადავიდა, აზერბაიჯანის პრემიერლიგაში 8 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. 9 ტურის შემდეგ, აგდამელები ჩემპიონატში ლიდერობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.07085
2168