საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ნიკა გელაშვილი კვლავ ტრავმირებულია და აგდამის “ყარაბაღს” სტუმრად “გაბალასთან” სათასო მატჩზე ვერ დაეხმარება.
გელაშვილმა იანვარში თურქულ შეკრებაზე კოჭი დაიზიანა და გუნდს თებერვალაში აზერბაიჯანის პრემიერლიგის 23-ე ტურში ზაქათალის “სიმურგთან” მატჩში (0:0) დაუბრუნდა. თუმცა, მოგვაინებით კვლავ ტრავმა მიიღო და საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ვერ ჩამოვიდა. მან გასულ ტურში, “ბაქისთან” მატჩსაც თვალი ტრიბუნიდან ადევნდა და გუნდს ვერც გაბალაში გაჰყვება.