აშშ-ში, კერძოდ კი, არლინგტონში დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომლის ღია კატეგორიასაც 114 მონაწილე ჰყავდა. მათ შორის ქართველი მოჭადრაკეები – თამაზ გელაშვილი (2572) და გიორგი ყაჭეიშვილიც (2588) იყვნენ, რომელთაც საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს.
გელაშვილმა იმ ათ მოჭადრაკეს შორის მოხვდა, რომელთაც 9 ტურად გამართული შეჯიბრი საუკეთესო შედეგით – 6.5 ქულით დაასრულეს. დამატებითი მაჩვენებლებით, თამაზმა მე-6 ადგილი დაიკავა და საპრიზო ფონდიდან 3912.90 დოლარი მიიღო.
თანამემამულეს 0.5 ქულით ჩამორჩა ყაჭეიშვილი, რომელსაც საბოლოოდ მე-12 პოზიცია ერგო, ჩემპიონი კი აშშ-ს სახელით მოთამაშე სომეხი ვარუჟან აკობიანი (2612) გახდა.
ასევე ამერიკელთა სახელით იასპარეზა ერთ დროს საქართველოს ერთ-ერთმა წამყვანმა მოჭადრაკე ზვიად იზორიამ (2574). მან 5.5 ქულა მოაგროვა და მე-20 საფეხური დაიკავა.