ფეხბურთი

13:58 | 6.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გელაშვილი აზერბაიჯანში ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

 

აგდამის “ყარაბაღის” თავდამსხმელი ნიკა გელაშვილი აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-12 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერლიგის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

მე-12 ტურში, “ყარაბაღმა” შინ “გაბალას” 4:3 მოუგო და გელაშვილმა ორი გოლის გატანის გარდა, საგოლე გადაცემაც მიითვალა. მიმდინარე სეზონში მან დუბლი პირველად შეასრულა, ხოლო საერთო ჯამში მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო.

გელაშვილი აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მიერ შედგენილ ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველის ფორვარდი “ყარაბაღში” მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის “ბოხუმიდან” გადავიდა.


0.112343