ჭადრაკი

16:11 | 11.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

გელაშვილი ათეულს მიღმა დარჩა

ლას ვეგასში დასრულებულ საჭადრაკო ფესტივალზე ქართველმა თამაზ გელაშვილმა (2668) 4.5 ქულა მოაგროვა და 91 მონაწილეს შორის მე-12 ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ გელაშვილმა საწყისი 4 ტური დანაკარგის გარეშე განვლო, თუმცა, ბოლო ორ პარტიაში მარცხი განიცადა და ათეულს მიღმა დარჩა.

ამერიკული ტურნირის მონაწილე კიდევ ერთმა ქართველმა მოჭადრაკე გიორგი მარგველაშვილმა (2605) 3.5 ქულით 26-ე შედეგი აჩვენა, ხოლო აშშ-ს სახელით მოთამაშე მიხეილ კეკელიძე (2627) ასეთივე მონაგარით 25-ე იყო.

ლას ვეგასის ფესტივალზე საუკეთესო მაჩვენებელი (5.0 ქულა) ერთბაშად ექვს მონაწილეს ჰქონდა, დამატებითი მაჩვენებლებით კი ჩემპიონობა კანადელ უესლი სოს (2728) ერგო, რომელიც განთესვითაც პირველი გახლდათ.

0.118922