სხვა

13:22 | 3.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გეის ერთწლიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ამერიკელი მძლეოსანი ტაისონ გეი აქტიურ სპორტს ზაფხულის მეორე ნახევრიდან დაუბრუნდება. ამერიკის ანტისადოპინგო სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სპრინტერი, რომელიც შარშან 23 ივნისს დოპინგზე ჩავარდა, ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ამასთან, 2012 წლის 15 ივნისიდან მოპოვებული ყველა ტიტული ჩამოართვეს. მათ შორის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე 4X100 მეტრზე ესტაფეტაში აღებული ვერცხლი, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს უკვე დაუბრუნა.

ტაისონ გეიმ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულები 2007 წელს მოიპოვა - ოსაკაში გამართულ პირველობაზე 100, 200 და 4Х100 მ რბენაში იმარჯვა.

თეგებიტაისონ გეი
0.116719