“ზესტაფონის” მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ იმ 25 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებიც 1 თებერვალს თურქეთის ქალაქ ბელეკში შეკრებაზე გაემგზავრებიან.
“ზესტაფონის” პრესსამსახურის ინფორმაციით, გეგუჩაძემ არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე გააკეთა:
მეკარეები: კახაბერ მეშველიანი, დავით კუპატაძე.
მცველები: თეიმურაზ ღონღაძე, მალხაზ გაგოშიძე, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, რენე ფერეირა დოს სანტოსი, გიორგი გურული, ზაზა ჭელიძე.
ნახევარმცველები: გიორგი ჭანკოტაძე, მიხეილ სარდალიშვილი, ლევან შარიქაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი, იგორ იელიჩი, ავთო ენდელაძე, ნაემეკა აჯურუ, გრიგოლ დოლიძე, გიორგი კუხიანიძე, რევაზ გეწაძე, ბექა კაკუშაძე, გიორგი მაკარიძე.
თავდამსხმელები: დიმიტრი ტატანაშვილი, ნიკა საბანაძე, გიორგი ფანცულაია, თორნიკე კაპანაძე.
“ზესტაფონი” თურქეთში 17 თებერვლამდე დარჩება და 5 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.