საქართველოს ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს, სადაც რუს ალექსეი მიშინსა და ხორვატ ნენად ზოგაჟს შორის მოგებულს დაუპირისპირდება. მანუჩარ ცხადაია (66 კგ) კი რეპეშაჟში გადაერთო.
გეგეშიძემ ნახევარფინალში სომეხ არტურ შაჰინიანს პირველ პერიოდში სუფთად მოუგო.
ცხადაიამ კი ძირითად ბადეში გამოსვლა რუს ადამ კურაკთან მეოთხედფინალში წაგებით (6:3 1:3 1:3) დაასრულა და ბრინჯაოს ფრონტზე მას შემდეგ გადაერთო, რაც რუსმა ფინალის საგზური გაინაღდა.