ცოტა უცნაური ხალხი ვართ ქართველები. ტინტო ბრასის ფილმებს მსუბუქად ეროტიულს ვეძახით, ქართველი სპორტსმენის მიერ საცურაო კოსტუმში გადაღებულ ფოტოებს კი თამამ ფოტოსესიად ვრაცხთ და ასეთ ამბებს, ყოველთვის დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე.
ქართველი მოციგურავის, ელენე გედევანიშვილის საცურაო კოსტუმში გადაღებული ფოტოები, სულ რაღაც ორი დღეა, რაც ჩვენს სამამულო ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა და ელენეს მიმართ მავანთა მხრიდან ისეთი აგრესია წამოვიდა, ლამის, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სკანდალებიც კი გადაფარა.
ეს ფოტოები, ქართველმა სპორტსმენმა გოგონამ თავის პროდიუსერთან, კაზუმოტო მოჰნოსთან შეთანხმებით გადაიღო და ძალიან უნდა მოინდომოს კაცმა, რომ ამ ფოტოებს ზედმეტად თამამი უწოდოს. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ქობულეთისა და ბათუმის პლაჟებზე წამოკოტრიალებული ჩვენებური ასულები, ბევრად უფრო გამომწვევად არიან გამოწყობილნი...